სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რუსებმაც კი დაწერეს - ასეთი რა გააკეთა ბექაურმა

    რუსებმაც კი დაწერეს - ასეთი რა გააკეთა ბექაურმა
    1 წლის და 10 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    რუსული გამოცემა Lenta.Ru-მა ლაშა ბექაურის შესახებ სტატია გამოაქვეყნა.

    "ბევრს გაუჩნდება კითხვა ეს ბიჭი კარგადაა? რაში ხარჯავს ფულს? ამას სხვა ქვეყანაში არავინ გააკეთებდა. ძიუდოში ქართველი ოლიმპიური ჩემპიონი, ლაშა ბექაური გამარჯვებით მოპოვებული თანხით დედა და ბებია შრომითი ემიგრაციიდან სამშობლოში დააბრუნა. ნამდვილად კარგადაა და ბევრისთვის მისაბაძია.

    ოლიმპიადაზე მოპოვებული ოქროს მედლისთვის, ბექაურს საქართველოს მთავრობამ 1 მილიონი ლარი გადასცა. სპორტსმენი დარწმუნებულია, რომ ეს თანხა მისი ოჯახის ეკონომიკური უზრუნველყოფისა და ოჯახის წევრების სამშობლოში მშვიდად დასაბრუნებლად საკმარისი იქნება. აი, ამას ჰქვია აღზრდა!", - წერს გამოცემა.