სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "უნდა იცნობდეთ ამ არაკაცს" - ვინ არის ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრლადებული?

    "უნდა იცნობდეთ ამ არაკაცს" - ვინ არის ყოფილი ცოლის მკვლელობაში ბრლადებული?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქუთაისში, კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა.

    შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე გვიან ღამით მოხდა.

    გარდაცვლილი 36 წლის თინათინ ტურაბელიძეა, რომელსაც ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

    როგორც გაირკვა, მკვლელობაში ბრალდებული 1981 წელს დაბადებული დავით ცერცვაძეა.

    "ეს გახლავთ ნაბი**არი, რომელმაც გუშინ ახალგაზრდა ქალი მოკლა!!! არავითარი უდანაშაულობის პრეზუმფცია, არავითარი პერსონალური ინფორმაციის დაცვა… ყველა უნდა იცნობდეს ამ არაკაცს", - წერს გარდაცვლილი ქალის ადვოკატი.

    ცნობისთვის, პოლიციამ ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავა.