სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რა უტვინობა და არააადამიანობაა გარშემო" - როგორ ეხმაურება ალექსანდრა პაიჭაძე ქუთაისში მომხდარ მკვლელობას?

    "რა უტვინობა და არააადამიანობაა გარშემო" - როგორ ეხმაურება ალექსანდრა პაიჭაძე ქუთაისში მომხდარ მკვლელობას?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქუთაისში, კაცმა ყოფილი ცოლი მოკლა.

    შემთხვევა ჭავჭავაძის გამზირზე გვიან ღამით მოხდა.

    გარდაცვლილი 36 წლის თინათინ ტურაბელიძეა, რომელსაც ჭრილობა ყელის არეში ცივი იარაღით ჰქონდა მიყენებული.

    აღნიშნულ ფაქტს ალექსანდრა პაიჭაძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

    "ყოფილო ქმრებო!!!

    ყოფილ ცოლებთან, შეყვარებულებთან აღარაფერი აღარ გესაქმებათ, გარდა (ყოლის შემთხვევაში) საერთო შვილის ფინანსურად და ყურადღებით უზრუნველყოფისა!

    მშობლებო!! ნუ ზრდით ქალიშვილებს ნული თვითშეფასებით და თქვენი იმედის ქონის გარეშე. ქმრისგანაც უნდა დაიცვათ საკუთარი პირმშო, და ყოფილი ქმრისგანაც, ახალმა თაობამ ეს ვიცით, ძალიან კარგად და დიდ ენერგიას ვდებთ ამაში. დაიცავი და დაუდექი გვერდით საკუთარ შვილს. რა გახდა რა უტვინობა და არააადამიანობაა გარშემო. ვინ კაცი და ვინ სანაცნობო უნდა მერჩივნოს ჩემ ქალიშვილს, თქვენი დაღუპულია ნახევარი ქალები, ვინც ქმრების მსხვერპლი გახდნენ", - წერს მოდელი.