სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "საკუთარი შვილიც მძევლად ჰყოლია აყვანილი" - ვინ არის ტერორისტი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა

    "საკუთარი შვილიც მძევლად ჰყოლია აყვანილი" - ვინ არის ტერორისტი, რომელმაც საგარეჯოში 5 ადამიანი მოკლა
    2 წლის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პირი, რო­მე­ლიც სა­გა­რე­ჯოს ცენ­ტრში ის­რო­და, ყო­ფი­ლი სამ­ხედ­რო ნო­დარ ათუ­აშ­ვი­ლია. შს მი­ნის­ტრის ინ­ფორ­მა­ცი­ით 49 წლის ათუ­აშ­ვი­ლი თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 2006-2021 წლებ­ში მუ­შა­ობ­და.

    “თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტრო­ში 2006 წლი­დან მუ­შა­ობ­და. ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, რო­მე­ლიც დაგ­ვი­დას­ტუ­რეს, 2021 წელს და­ტო­ვა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი. ავ­ღა­ნე­თის მი­სი­ა­შიც ნამ­ყო­ფია. რა მოხ­და არა­ვინ იცის“, – გა­ნუ­ცხა­და ჟურ­ნა­ლის­ტებს გო­მე­ლა­ურ­მა, რო­მე­ლიც სა­გა­რე­ჯო­ში, შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე ჩა­ვი­და.

    ამას­თან, გო­მე­ლა­ურ­მა ვერ და­ა­კონ­კრე­ტა, რა მი­ზე­ზით და­ტო­ვა 1974 წელს და­ბა­დე­ბულ­მა პირ­მა სამ­ხედ­რო სამ­სა­ხუ­რი.

    “ძა­ლი­ან მძი­მე შემ­თხვე­ვაა, მინ­და მი­ვუ­სამ­ძიმ­რო ოჯა­ხებს. გარ­დაც­ვლი­ლია 5 ადა­მი­ა­ნი, სა­ი­და­ნაც, სამ­წუ­ხა­როდ, 1 არის ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი. 5 ადა­მი­ა­ნი დაჭ­რი­ლია, სა­ი­და­ნაც ერთ-ერ­თის მდგო­მა­რე­ო­ბა მძი­მეა. მას ოპე­რა­ცია უტარ­დე­ბა და ექი­მე­ბი ჯერ ვერ გვე­უბ­ნე­ბი­ან, რა დო­ნის სიმ­ძი­მეა. არ­ტე­რია აქვს და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი და არ ვი­ცით, გა­დარ­ჩე­ბა თუ ვერა. ღმერ­თმა ქნას გა­დარ­ჩეს. ვერ ვხსნით, რა მოხ­და. მო­ქა­ლა­ქე, რო­მელ­მაც ავ­ტო­მა­ტუ­რი ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი­დან და­ი­წყო სრო­ლა, სახ­ლში მის შვილ­თან ერ­თად იმ­ყო­ფე­ბო­და (შვი­ლი სრულ­წლო­ვა­ნია). და­ი­წყო ჯერ ერთი მხრი­დან სრო­ლა და შემ­დეგ მე­ო­რე მხრი­დან და ბავ­შვმა და­ტო­ვა სახ­ლი. შემ­დეგ პო­ლი­ცი­ის თა­ნამ­შრომ­ლე­ბი მი­ვიდ­ნენ და მე­ო­რე მხრი­დან გახ­სნა ცე­ცხლი და და­იჭ­რა ჩვე­ნი თა­ნამ­შრო­მე­ლი, რო­მე­ლიც სა­ა­ვად­მყო­ფო­ში გა­დაყ­ვა­ნის დროს და­ი­ღუ­პა“, – გა­ნა­ცხა­და მი­ნის­ტრმა.

    ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ათუ­აშ­ვილს ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქონ­და და შე­სა­ბა­მის მკურ­ნა­ლო­ბა­საც გა­დი­ო­და.

    “თავ­დამ­სხმელს ვინც თვალ­ში მოხ­ვდა, ყვე­ლას­თვის ია­რა­ღი მი­უშ­ვე­რია. ფსი­ქი­კუ­რი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი ჰქო­ნია და მკურ­ნა­ლობ­და. სა­კუ­თა­რი შვი­ლი მძევ­ლად ჰყო­ლია აყ­ვა­ნი­ლი, თუმ­ცა სახ­ლი­დან გა­მო­პარ­ვა შეძ­ლო. შვი­ლის გარ­და სხვა ვინ­მეც თუ ჰყავ­და სახ­ლში, არ ვი­ცით“, – აცხა­დებს ერთ-ერთი ად­გი­ლობ­რი­ვი.

    ცნო­ბი­ლია ასე­ვე, რომ მა­მა­კა­ცი, რო­მელ­მაც რამ­დე­ნი­მე მე­ზო­ბე­ლი მოკ­ლა, რამ­დე­ნი­მე კი დაჭ­რა, სა­კუ­თა­რი ბი­ნის ორი­ვე აივ­ნი­დან ის­რო­და.

    “ამ კორ­პუს­ში ვცხოვ­რობ, შემ­თხვე­ვა ჩემს სა­დარ­ბა­ზო­ში მოხ­და. თავ­დამ­სხმელს ვიც­ნობ­დი, თუმ­ცა რა­ი­მე სა­ხის პრობ­ლე­მა ჰქონ­და თუ არა, არ ვიცი. შოკ­ში ვარ. როცა ორი მცი­რე­წლო­ვა­ნი ბავ­შვი გე­კი­თხე­ბა: „დედა, რო­დის მოვ­კვდე­ბი­თო“, ასეთ დროს, რა გინ­და გა­ა­კე­თო ადა­მი­ან­მა?

    მე­ძი­ნა და სრო­ლის ხმამ გა­მაღ­ვი­ძა. მა­შინ­ვე ბავ­შვებს შევ­ხე­დე. ხუ­თწუ­თი­ა­ნი ინ­ტერ­ვა­ლით ის­რო­და. ფან­ჯა­რას­თან ვერ მივ­დი­ო­დი, ბო­ლოს ხოხ­ვით მი­ვე­დი და რომ გა­და­ვი­ხე­დე, და­ვი­ნა­ხე ბი­ჭე­ბი ძირს ეყარ­ნენ. ყვე­ლას ვიც­ნობ. რო­გორც ამ­ბო­ბენ, სა­კუ­თა­რი ბი­ნის ორი­ვე აივ­ნი­დან ის­რო­და – ხან ერ­თზე გა­დი­ო­და, ხან მე­ო­რე­ზე“, – გა­ნა­ცხა­და ერთ-ერ­თმა ად­გი­ლობ­რივ­მა.

    შე­გახ­სე­ნებთ, რომ ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, სა­გა­რე­ჯო­ში მომ­ხდა­რი შემ­თხვე­ვის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა 5 და და­იჭ­რა კორ­პუ­სის ეზო­ში მყო­ფი 5 ადა­მი­ა­ნი


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ