სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩვენი ძმა მოდის მაგრად დახვდით მეთქი" - რა უთხრა ლევან მჭედლიძემ ყოფილ თანაგუნდელებს?

    "ჩვენი ძმა მოდის მაგრად დახვდით მეთქი" - რა უთხრა ლევან მჭედლიძემ ყოფილ თანაგუნდელებს?
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ხვიჩა კვარაცხელია ოფიციალურად "ნაპოლის" ფეხბურთელი გახდა.

    აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით ლევან მჭედლიძემ იტალიაში ყოფილ თანაგუნდელებს დაურეკა.

    "მარიო რუის, ზელინსკის და დი ლორენცოს მივწერე, ჩვენი ძმა მოდის მაგრად დახვდით მეთქი. ბიწებმა, აბა რაო!

    ზუსტად ვიცი, იტალიაში კვარას ოჯახურ გარემოს დაახვედრებენ", - ამბობს ლევანი.

    შეგახსენებთ, რომ კვარაცხელიამ ნეაპოლელებთან 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

    აქვე გეტყვით, რომ "ნაპოლის" ფეხბურთელები: მარიო რუი, ჯოვანი დი ლორენცო და პიოტრ ზელინსკი მჭედლიძესთან ერთად "ემპოლიში" თამაშობდნენ.