ტელეკომპანია "იმედის" ჟურნალისტს, ხატია ქვათაძეს, რამდენიმე დღის წინ ულამაზესი ქალიშვილი შეეძინა.
ხატიამ ჟურნალ "თბილისელებთან" საუბრისას აღნიშნა, რომ მან და მისმა მეუღლემ ქალიშვილს კატაი დაარქვეს.
"როგორც კი სქესი გავიგეთ, სახელიც მაშინვე შევურჩიეთ. უფრო სწორად, მამამ შეარჩია. კატაი დავარქვით, როგორც დავით აღმაშენებლის შვილს ერქვა. ზუსტად ამ მიზეზის გამო შეურჩია მამამ ეს სახელი. გარდა ამისა, კატაი იაპონურად მაგარს ნიშნავს, დავინახეთ, რომ მაგარი გოგო იქნებოდა და სახელიც მოუხდა..." - განაცხადა ჟურნალისტმა.