სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ჩემი ბოლო ჩხუბის შემდეგ ბევრს ლაპარაკობდა" - ჭიკაძე კორეელ ზომბთან ჩხუბზე

    "ჩემი ბოლო ჩხუბის შემდეგ ბევრს ლაპარაკობდა" - ჭიკაძე კორეელ ზომბთან ჩხუბზე
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    UFC-ს ქართველმა მებრძოლმა, გიგა ჭიკაძემ, MMA Junkie-სთან ინტერვიუში კორეელ ზომბთან ჩხუბზე ისაუბრა.

    "ის ძალიან კარგი ვარიანტი იქნებოდა, რადგან ჩემი ბოლო ჩხუბის შემდეგ ძალიან ბევრს ლაპარაკობდა. მე კი მისი ასპარეზობის შესახებ ცუდი არაფერი მითქვამს, არა და საშინლად იჩხუბა.

    არ ვიცი რა უნდა, შეიძლება უკვე ასაკში შესული ბიჭია და როგორც გავიგე, კარიერის დასრულებაზეც კი ფიქრობს. მაგრამ არაა აუცილებელი ჩემი მეტოქე კორეელი ზომბი იყო, ნებისმიერს ვეჩხუბები, ვისთან ბრძოლასაც აზრი აქვს.

    ვფიქრობ დასაბრუნებლად სექტემბერი იდეალური თვე იქნება, იქამდე წონასაც დავაგდებ და ამაზე უკეთეს ფორმაში ჩავდგები", - განაცხადა ჭიკაძემ.