სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვენერა ობოლაშვილი 10 წლით ადრე გაათავისუფლეს - ნახეთ მიზეზები

    ვენერა ობოლაშვილი 10 წლით ადრე გაათავისუფლეს - ნახეთ მიზეზები
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია. პოლიციის მტკიცებით, მას 3 ადამიანის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. მაშინ გავრცელებულმა ბრალდებამ, საზოგადოება შოკში ჩააგდო. ამასთან, ქალს ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაშიც ადანაშაულებდნენ.

    როგორც ცნობილი ხდება, ობოლაშვილი 10 წლით ადრე გაათავისუფლეს, ვინაიდან ქალს მხოლოდ ბოლო მკვლელობა დაუმტკიცეს.

    ცნობისთვის, ვენერა ობოლაშვილი მარტოხელა ადამიანების ნდობის მოპოვებას ახერხებდა და ქონების დასაუფლებლად მკვლელობასაც არ ერიდებოდა. მაშინ მთელმა საქართველომ მოისმინა დაკავებული ქალის შემზარავი აღიარებითი ჩვენება.

    13 წლის წინ, 55 წლის მსჯავრდებულმა სასამართლოს წინაშე სამი ადამიანის მკვლელობა აღიარა. მისი ბოლო მსხვერპლი 80 წლის მარია არზამასცევა იყო. ვენერა ობოლაშვილმა 2010 წელს ასევე აღიარა საკუთარი ქმრის, იური იურკინისა და მეგობარი მამაკაცის ანატოლი კალინკას მკვლელობები. ხანგრძლივი პატიმრობა კი მხოლოდ მოხუცი ქალის მკვლელობისა და თაღლითობისთვის მიუსაჯეს.