სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა ხდება გლდანის ციხეში - 30 წლის პატიმრის ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებას

    რა ხდება გლდანის ციხეში - 30 წლის პატიმრის ბრალდება პენიტენციურ დაწესებულებას
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    30 წლის პატიმარი პენიტენიცურ დაწესებულებას არაადამიანურ მოპყრობაში ადანაშაულებს. გიორგი თვაური, რომელიც სასჯელს გლდანის მე-8 დაწესებულებაში იხდის, ამტკიცებს, რომ ის საოპერაციოა, თუმცა ციხის ადმინისტრაციას ის არც კლინიკაში გადაჰყავს და არც მკურნალობენ.

    პატიმრის ოჯახის ინფორმაციით, საოპერაციოთა რიგში პატიმარი ჯერ კიდევ გასულ წელს ჩაეწერა, თუმცა როდესაც რიგმა მოუწია, უთხრეს, რომ საოეპრაციო არ იყო.

    გიორგი თვაური ახლა პენიტენციური დაწესებულებას ულტიმატუმს უყენებს და ამბობს, რომ თუკი მას საჭირო მედიკამენტებს არ მიაწოდებენ, ის თვითდაზიანებებს მიიყენებს.

    “ჩემს ძმას აქვს ძალიან მძიმე მდგომარეობა ჯანმრთელობის მხრივ. ორჯერ სცადა თვითმკვლელობა. გადაყლაპული ჰქონდა ე.წ. “კუსაჩკები”. დასიებული აქვს მუცელი, გვერდი აქვს გამობერილი, გამაგრებული. ითხოვდა, რომ მიექციათ ყურადღება, ტკივილები ჰქონდა. რიგი როცა მოუწევდა, უნდა გაეკეთებინათ ოპერაცია და დღეს უებნებიან, რომ არანაირი პრობლემა არ არის, არ სჭირდება ოპერაცია და ყურადღებაც არ ექცევა. შიმშილობდა, შეწყვიტა შიმშილობა, მაგრამ ვერ ჭამს. მითხრა, თუ ორშაბათამდე არ მომაქცევენ ყურადღებას, თავს მოვიკლავო. თავს უდანაშაულოდ გრძნობს და თავიდანვე თქვა, რომ ბოლომდე ვიბრძოლებო”, – ამბობს გიორგი თვაურის და, ნატალია თვაური. ირკვევა, რომ თვაურს ბორკილების 2020 წელს დაადეს, რის შემდეგაც ჯანმრთელობის მძიმე პრობლემები დაეწყო.

    წყარო: www.newposts.ge