შალვა ნათელაშვილმა სოციალურ ქსელში სახალისო პოსტი გამოაქვეყნა:
“თუ ავად გავხდი ვენერა ობოლაშვილი არ მომიყვანოთ მომვლელად😀”
ცნობისთვის, ვენერა ობოლაშვილი თავისუფალია. პოლიციის მტკიცებით, მას 3 ადამიანის მკვლელობაში ედებოდა ბრალი. მაშინ გავრცელებულმა ბრალდებამ, საზოგადოება შოკში ჩააგდო. ამასთან, ყალბი დოკუმენტების დამზადება-გამოყენებაშიც ადანაშაულებდნენ.
ვენერა ობოლაშვილი მარტოხელა ადამიანების ნდობის მოპოვებას ახერხებდა და ქონების დასაუფლებლად, მკვლელობასაც არ ერიდებოდა. მაშინ მთელმა საქართველომ მოისმინა დაკავებული ქალის შემზარავი აღიარებითი ჩვენება. ვენერა ობოლაშვილი დეტალურად იხსენებდა სისასტიკით ჩადენილ ფაქტებს. აცხადებდა, რომ პირველი მსხვერპლი, თავისი მეუღლე, იური იურკინი იყო, რომელიც 25 წლის წინ მატარებლიდან გადააგდო, შემდეგ კი მისი ბინა 4. 000 დოლარად გაყიდა. ამ დანაშაულისთვის არ დასჯილა.