სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ქართველებს მანქანის ქირაობა სურდათ და რომ გაიგეს, საიდან იყვნენ..." - ქართველი კომენტატორი ნეაპოლელ ფანებზე

    "ქართველებს მანქანის ქირაობა სურდათ და რომ გაიგეს, საიდან იყვნენ..." - ქართველი კომენტატორი ნეაპოლელ ფანებზე
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სპორტული კომენტატორები, ტატო ბაციკაძე და გიორგი კალატოზი საქართველოს პირველი არხის გადაცემა საფეხბურთო ტაიმაუტის სტუმრები იყვნენ, სადაც ხვიჩა კვარაცხელიაზე და იმ მატჩზე ისაუბრეს, რომელსაც ნეაპოლში დაესწრნენ.

    "რაღაცით სტადიო მარადონა დინამო არენას ჰგავს და ზუსტად იგივე რაოდენობით ადამიანს იტევს. სტადიონზე კი ისეთი გულშემატკივრობა იყო, მეგონა ფილმში ვიყავი.

    ვერც დავიჯერე, რომ იუვენტუსის დონის გუნდი ასე "შეჭამეს".

    ძალიან ძლიერი გუნდია ნაპოლი, მაგრამ კვარა მაინც გამორჩეულად უყვართ, რადგან სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს. ტაქსის მძღოლი გვეუბნებოდა, მარადონას შემდეგ პირველი ფეხბურთელიაო - ეს ყველაფერი კი ხვიჩას ჩასვლიდან რამდენიმე თვის შემდეგ ხდება. იუვენტუსთან მატჩშიც ყველაზე მაღალი შეფასება კვარამ დაიმსახურა.

    ნეაპოლში საქართველოს დროშა საშვივითაა. ქართველებს მანქანის ქირაობა სურდათ და რომ გაიგეს, საიდანაც იყვნენ, ფასი დაუკლეს. მაღაზიაში რომ შევდიოდით, საქართველო და კვარა ყველამ იცოდა, საქართველოს დროშასთან სურათს იღებდნენ
    ", - განაცხადა კალატოზმა.