სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "დიდი ტრაგედია დატრიალდა... დემე აღარ მყავს... ჩემმა მიშიკომ კი ორივე ფეხი დაკარგა..." - აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი დახმარებას ითხოვს

    "დიდი ტრაგედია დატრიალდა... დემე აღარ მყავს... ჩემმა მიშიკომ კი ორივე ფეხი დაკარგა..." - აშშ-ში მცხოვრები ემიგრანტი დახმარებას ითხოვს
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ამერიკის შეერთებულ შტატებში მცხოვრები თეა ახალკაციშვილი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს და საზოგადოებას შვილის ჯანმრთელობის რეაბილიტაციისათვის ფინანსურ დახმარებას სთხოვს.

    მისი თქმით, ტრაგედიას ერთი შვილის სიცოცხლე ემსხვერპლა, მეორე ვაჟი კი ორივე კიდურის ამპუტაციის შემდეგ, რეაბილიტაციასა და პროთეზირებას საჭიროებს.

    „დღეს, ზუსტად 2 თვე გავიდა, რაც ჩემ ოჯახში ტრაგედია დატრიალდა. ჩემი უსაყვარლესი შვილები, რომლებიც სახლში მოიჩქაროდნენ, რომ დედას და მამას ჩახუტებოდნენ და თავიანთ ოჯახთან ერთად, მადლიერების დღე აღენიშნათ, ტრაგედიით დამთავრდა. დემე აღარ მყავს უკვე ორი თვეა, ჩემმა მიშიკომ ორივე ფეხი დაკარგა და დღემდე რეანიმაციაში წევს. იბრძვიან ექიმები, რომ სახლში დამიბრუნონ.

    ამ ჩემი პოსტის მერე, კიდევ ერთ პოსტს დავდებ, რაც არ მინდოდა გამეკეთებინა, მაგრამ სხვა გზა არ მაქვს. არასდროს არავისთვის არაფერი მითხოვია, მაგრამ ახლა ჩემი მიშიკოსთვის ყველაფერს გავაკეთებ.

    მას როცა გამოწერენ, დიდხნიანი რეაბილიტაცია დასჭირდება და ასევე ორივე ფეხზე პროთეზი. ახლა, იკითხავთ-დაზღვევა ხომ დაუფარავსო? კი ბატონო, დაუფარავს, მაგრამ ძალიან იაფიანს და მე, ჩემი შვილისთვის საუკეთესო მინდა, რომ რაც შეიძლება ნაკლებად ვაგრძნობინო ტკივილი 20 წლის ბიჭს. მომიტევეთ, რომ ასეთ პოსტს ვდებ.

    ბევრმა თქვენგანი ძალიან დამეხმარა, იმაზე მეტიც კი, რასაც არ ველოდი.ჩემი თხოვნა იქნება, ვისაც რა შეგიძლიათ, თუნდაც გაზიარებაც კი, ჩემთვის დახმარება იქნება.

    დიდი მადლობა ყველას, ჩემი ოჯახის ამ მტკივნეული დღეების გადატანაში დახმარებისთვის მხარში დგომისთვის”,-წერს თეა ახალკაციშვილი და საკონტაქტო ინფორმაციას აქვეყნებს.

    https://gofund.me/09d0002b

    Zelle 917-977-0918