სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • “ის გოგო შემეცოდა… ამ კამპანიის უკან ივანიშვილია, ყოველთვის, როცა მასზე ვლაპარაკობ, ვამბობ, რომ უწიგნურია” – ლავენ ბერძენიშვილი

    “ის გოგო შემეცოდა… ამ კამპანიის უკან ივანიშვილია, ყოველთვის, როცა მასზე ვლაპარაკობ, ვამბობ, რომ უწიგნურია” –  ლავენ ბერძენიშვილი
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "პოსტ ტვ-ის“ ჟურნალისტმა ნათია ბერიძემ, პოლიტიკოსს, მეცნიერსა და პედაგოგი ლევან ბერძენიშვილს ქუჩაში შეურაცხყოფა მიაყენა.

    ამასთან დაკავშირებით ლევან ბერძენიშვილი “ნეტგაზეთთან” ინტერვიუში საუბრობს და აცხადებს:

    “ცოტა გამიკვირდა სწორედ იმის გამო, რომ გულწრფელი არ იყო. ვიფიქრე, რას აძლევენ ასეთს, რომ ამას კადრულობს-მეთქი. ცოტა გაუგებარია: ადამიანთან პრეტენზია როცა გაქვს, სულ სხვანაირად იქცევი ხოლმე. მაგრამ აქ ვართ არათანაბარ პირობებში: იმან იცის მე ვინ ვარ, მე არ ვიცი, ის ვინ არის. ვერ ხვდება, რომ ასეთ დროს ცოტა უხერხულ მდგომარეობაში უნდა იყოს, მაგრამ არ გრძნობს თავს უხერხულად. რომ შევხედე, გულწრფელად რომ გითხრათ, შემეცოდა. ახლა რომ ვუყურებ [ვიდეოს], სახეზე, მგონი, ეგ მაწერია, რომ ის არის ცოდო. მართალი გითხრათ, ასეთი ადამიანების ნათქვამი გულთან ძალიან ახლოს არ მიმაქვს, რადგან მე ცოტა მეტი მინახავს ცხოვრებაში, ვიდრე მათ წარმოუდგენიათ”,-თქვა ლევან ბერძენიშვილმა.

    მას ისიც ჰკითხეს ჰქონდა თუ არა კომუნიკაცია ამ ადამიანთან ვიდეოს დასრულების შემდეგ, რაზეც უპასუხა:

    “არა, არ ყოფილა იმიტომ, რომ მან ეს ყველაფერი გააკეთა და უკან შებრუნდა. იმავე შენობაში შევიდა, საიდანაც მე გამოვედი”,- თქვა მან.

    ლევან ბერძენიშვილმა ისიც აღნიშნა, რომ ამ ადამიანს ერთი მხრივ თითქოს, დიდი შეურაცხყოფის მიყენება სურს, მაგრამ მის მიერვე გავრცელებულ ვიდეოში მას თქვენობით მიმართავს.

    “მგონი, ეს რაღაცაზე მიუთითებს. მათ გასაჭირი აქვთ… ინტელექტუალური [გასაჭირი]”,- ამბობს ის.

    ლევან ბერძენიშვილი ამ ყველაფრის უკან ბიძინა ივანიშვილს ხედავს.

    “დიდი მასშტაბი აქვს მიცემული. შალვა რამიშვილი პირდაპირ არის ჩართული: ზის და ფიქრობს, რა გააკეთოს ცუდი. რომ ჰქონდეთ საშუალება, რაც მოითხოვეს, უნივერსიტეტებში არ უნდა ასწავლიდესო, მაგასაც განახორციელებდნენ. მაგას კიდევ შეეცდებიან, ჩემი აზრით.

    მას [ივანიშვილს] არ მოსწონს ჩემი განცხადება, რომ ყოველთვის, როცა მასზე ვლაპარაკობ, ვამბობ, რომ ის არის უწიგნური. მე ვიცი, რომ ეს მას ძალიან არ მოსწონს.” ,
    - ამბობს ის.

    შეგახსენებთ, რომ ჟურნალისტმა ქუჩაში მოსიარულე ბერძენიშვილს უთხრა, რომ ერეკლე მეორე გმირია, ხოლო თავად კი – არაკაცი.