სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის მამამ შვილის სამხედრო ფორმა ჩაიცვა და ომში წავიდა

    უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის მამამ შვილის სამხედრო ფორმა ჩაიცვა და ომში წავიდა
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    სამხედრო ჟურნალისტი, ზაირა მიქათაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

    "ეს ბიჭი, მეომარი შვილი მხედრული სალმით რომ გააცილა იმ ქვეყანაში, უკრაინაში წავიდა გუშინ. ჯარისკაცის მამაო, წერენ. ჩემთვის კი იგი პირველ რიგში ჯარისკაცია, მარადიული ჯარისკაცი, ჩემთვის და ჩემი თაობის ვეტერანებისთვის. "ვიბრძვით, ვკვდებით, რომ იცოცხლოს საქართველომ!" - ეს საუკუნის სიტყვები მას ეკუთვნის. მანამდე კი, შუა ფრონტიდან გამოსძახა ენგურს გამოღმა საქართველოს, კაცს მარტო ტყვია არ კლავს, კაცს სინდისი კლავსო... ჰოდა, ადგა და წავიდა...

    მივწერე, ვიცოდი, რომ წახვიდოდი, მაგრამ როდის მოიფიქრე-მეთქი? ახლა კი გამაცინე, რატომ დააგვიანე, ეს უნდა გეკითხაო. ბიჭო, ამ სიცივეში გაგიჭირდება, შენებს რას უპირებ, მშობლები რა ჭკუაზე დატოვე-მეთქი? "მშობლები სულ ასე არ მაცილებდნენ... ეხ..." - ასე მიპასუხა.

    ფორმა მიგაქვს-მეთქი? მაცვია რაღაც, ჩემი შვილის, ჩამოჰქონდა ხანდახანო. ცრემლი და ბოღმა ერთად გამეჩხირა ყელში. ერთი მთლიანი ისტორია ხარ, დაწერა რომ არ გჭირდება-მეთქი. აზედმეტებ საშუალო სტატისტიკურ ქართველზეო, მითხრა. საგარიო თვალით შეგახედა შენი თავიზა, მაგას არ იტყოდი-მეთქი, გურული იუმორით საკუთარი თავის გამხნევება უფრო ვცადე, აბა, ის, ის კლდეკაცია, გამხნევება რომ არ სჭირდება. ხოდა, ეს კლდეკაცი იმავე გზას აგრძელებს ახლა, რომელიც მის ძმას, უფროს ჯამბულათსა და მის შვილს, უმცროს ჯამბულათს გაუწყდა რუსებთან ბრძოლაში, გზას, რომელიც 30 წლის წინ თავად დაიწყო.

    ბაზაზე ვიყავი, ტელეფონი ჩავაბარე და საუბარი ვეღარ გავუგრძელე. ან რა უნდა მეთქვა, კლდეკაცო, იმაზე მეტი, რომ გვეამაყები მეგობრებს და არ გვავიწყდება, კაცს ტყვიის გარდა სინდისიც რომ კლავს.

    შენს სინდის-ნამუსს, შენს კაცობას და შენს მხედრულ სულს გაუმარჯოს, არჩილ ხოფერია!!!

    გამარჯვებით დაბრუნება, ჯარისკაცო!!!
    ", - წერს ზაირა მიქათაძე.

    უკრაინაში დაღუპული ქართველი ჯარისკაცის მამამ შვილის სამხედრო ფორმა ჩაიცვა და ომში წავიდა