სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "თქვენს მოსაწონს ხომ კაცი ვერაფერს გააკეთებს" - რა მიმართვას ავრცელებს თი მაჭავარიანი

    "თქვენს მოსაწონს ხომ კაცი ვერაფერს გააკეთებს" - რა მიმართვას ავრცელებს თი მაჭავარიანი
    5 დღის და 16 საათის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "პრაიმ ჰაუსის“ ყოფილმა მონაწილემ თი მაჭავარიანმა რჩეულზე იქორწინა.

    განსაკუთრებული დღისთვის რამდენიმე კვირით ადრე განსაკუთრებული მზადება დაიწყო, როგორც თავად თქვა, შეიკერა კაბა, რომელზეც ყოველთვის ოცნებობდა და ზუსტად ისეთი დღე გამოვიდა, როგორიც წყვილს სურდა. თუმცა… თის საქორწილო ჩაცმულობამ გარდა მოწონებისა, სოცქსელის მომხმარებლების კრიტიკაც დაიმსახურა.

    კრიტიკოსებს კი ვიდეო მიმართვა მიუძღვნა.

    „თქვენს მოსაწონს ხომ კაცი ვერაფერს გააკეთებს. რა უნდა ჩამეცვა ისეთი, ან კაბა, ან ფეხსაცმელი, რომ უმეტესი თქვენგანი დამეკმაყოფილებინა და რაღაც ნაგავი, ამაზრზენი კომენტარები არ დაეწერათ. არაფერი საერთოდ…

    ჰო, მართლა, ვისაც ბაღის ზეიმზე გეცვათ ასეთი კაბა, გილოცავთ, ყველას არ გვქონია მსგავსი კაბა ბაღის ზეიმზე, ზოგი ბაღში საერთოდ ვერ დავდიოდით. კი, ბავშვობის ოცნებების ასრულება დიდობაში ძალიან მიყვარს… იმიტომ, რომ მაშინ არავინ მყავდა გვერდით, ვინც ამისრულებდა ამ ოცნებებს. თქვენ თუ გყავდათ, გილოცავთ, ნამდვილად გაგიმართლათ.

    მე გადავწყვიტე, რომ დიდობაში ავისრულო ჩემი ბავშვობის ოცნებები. ის პატარა თი, რომელიც ჯერ კიდევ ბრწყინავს და ძალიან უხარია ბევრი რაღაც, გავახარო და გავახალისო.

    ვისაც ამის შესაძლებლობა არ გაქვთ და არ გსურთ, ბავშვური მხარე გაახაროთ და იცით, თქვენს ირგვლივ ყველას თავი როგორ უნდა მოაწონოთ, გილოცავთ, თქვენ ნამდვილად წარმატებული ხართ და გისურვებთ, რომ სულ ასე გაგეგრძელებინოთ ცხოვრება, რომ სხვის დაკმაყოფილებაზე ყოფილიყავით.

    ფეხსაცმელებზე რომ მეუბნებით, რანაირად უნდა ჩამეცვა ქუსლებზე, როცა თოვლში ვიყავით და არც ერთ სტუმარს დავავალე ქუსლები ჩაეცვა, რადგან ძალიან საშიში იქნებოდა რომ წაქცეულიყო, ყველას გვეცვა ზამთრის „ვალინკები“ დიახაც. ჩემს ჯვრისწერაზე და ქორწილში ზუსტად ისეთი კაბა მეცვა,“ – ამბობს თი მაჭავარიანი