სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • დასაფასებელია! - რით დაჯილდოვდა სახელმწიფოსგან გმირი პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი?

    დასაფასებელია! - რით დაჯილდოვდა სახელმწიფოსგან გმირი პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი?
    5 დღის და 16 საათის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პოლიციელი ოთარ ღვინაშვილი, რომელიც 20 იანვრის ღამეს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, საგარეჯოში მომხდარ თავდასხმაში დაიღუპა, სამხედრო პატივით დაკრძალეს.

    პოლიციელი ცხოვრების უკანასკნელ გზაზე გააცილეს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, მისმა მოადგილეებმა, ასევე გარდაცვლილის კოლეგებმა და ახლობლებმა.

    დაკრძალვის შემდეგ მის შვილს საქართველოს სახელმწიფო დროშა გადასცეს.

    შინაგან საქმეთა მინისტრმა გადაწყვიტა, რომ გმირი პოლიციელი, ოთარ ღვინაშვილი დაჯილდოვდეს სამინისტროს I ხარისხის მედლით - "განსაკუთრებული დამსახურებისათვის".