სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • სად დაკრძალეს ნოდარ ათუაშვილი? - დაუდასტურებელი ინფორმაცია

    სად დაკრძალეს ნოდარ ათუაშვილი? - დაუდასტურებელი ინფორმაცია
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    როგორც ცნობილი ხდება, ნოდარ ათუაშვილის ცხედარი პროზექტურაში აღარ ასვენია.

    საგარეჯოელები დაუდასტურებელი ინფორმაციით, ამბობენ, რომ ათუაშვილის დასავლეთ საქართველოს ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში გადაასვენეს.

    საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ მანავში აცხადებენ, რომ მისი ცხედარი სოფელში არ გადაუსვენებიათ.

    "აქ ცხოვრობს ნახევარძმა, გარდაცვლილის სახლი გაყიდულია, კარგა ხანია. ძმამ უარი თქვა გადმოსვენებაზე. მოარული ხმებია, რომ გამოუჩნდნენ ნათესავები, რომლებმაც დასავლეთ საქართველოში გადაასვენეს.

    დღესაც, სოფელში ერთმანეთს ვესაუბრებოდით, საშინელება ჩაიდინა, მაგრამ ცხედრის დაკრძალვა ხომ უნდა მომხდარიყო, ხომ არ შეიძლება ადამიანი არ დაასაფლაო", - აცხადებს მანავის ერთ-ერთი მცხოვრები.