სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბოლოს საახალწლოდ სუნამო მაჩუქა და მენანება, რომ დავისხა" - ნიკა ქაცარიძის მეუღლე

    "ბოლოს საახალწლოდ სუნამო მაჩუქა და მენანება, რომ დავისხა" - ნიკა ქაცარიძის მეუღლე
    1 წლის და 6 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარდაცვლილი მსახიობის ნიკა ქაცარიძის მეუღლემ, ნინო ბერიძემ, ჟურნალ "სარკესთან" საუბრისას ქმართან დაკავშირებულ ტკბილ მოგონებებზე ისაუბრა.

    როგორც ნინო ამბობს, ქაცარაძეს კარიერას ბევრი აუხდენელი ოცნება გააჩნდა. მეუღლემ ასევე ისაუბრა იმ საჩუქარზე, რაც ნიკამ ბოლოს აჩუქა და რომელსაც განძივით უფრთხილდება.

    "ნიკა საოცრად რომანტიკული იყო. სიუპრიზების მოწყობა და ჩემი გაოცება უყვარდა. ბოლოს, საახალწლოდ, სუნამო მაჩუქა და სათუთად ვინახავ, მენანება, რომ დავისხა, რადგან მისი ბოლო საჩუქარია. ისე ვუფრთხილდები, განძივით მაქვს. მის გარეშე სრულიად მარტო დავრჩი დედამიწაზე…" - ამბობს ნინო ბერიძე.