სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სააკაშვილმა 1000 სული ღორი ასე მომიწამლა" - კახელი ფერმერი

    "სააკაშვილმა 1000 სული ღორი ასე მომიწამლა" - კახელი ფერმერი
    1 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო კახეთიდან, რომელშიც ერთ-ერთი ფერმერი ამბობს, რომ სააკაშვილმა 1000 სული ღორი მოუკლა.

    როგორც მოქალაქე ამბობს, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად მოხდა და აშკარად მსხვერპლია, დაზარალებულია ამ შემთხვევაში.

    "თვითმფრინავით მომიწამლა, რადგან გაყინული ხორცი შემოეტანა, ეს გააშუქეთ ახლა ტელევიზორში, თვითმფრინავი თელავიდან ფრინდებოდა და ფარას წამლავდა, ასე დაუხოცეს მთლიან კახეთს ღორები" - აცხადებს მოქალაქე.