სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: “მამას ოცნება გარდაცვალების შემდეგ ავუხდინე” – ზურაბ ბაკურაძის ქალიშვილის ემოციური სიმღერა

    VIDEO: “მამას ოცნება გარდაცვალების შემდეგ ავუხდინე” – ზურაბ ბაკურაძის ქალიშვილის ემოციური სიმღერა
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გადაცემა “ღამის პრაიმ ტაიმის” “ქართული ხმების” ტრაგიკულად დაღუპული მომღერლის, ზურა ბაკურაძის ოჯახის წევრები ესტუმრნენ.

    როგორც გარდაცვლილის მეუღლე ნათია კობახიძე ამბობს მის გარდაცვალებას დღემდე ვერ ეგუება.

    ნათიას თქმით შვილმა, ანამ, მამას ოცნება აუხდინა და ამღერდა.

    “ზურას გარდაცვალებას ვერ ვეგუები, თითქოს მგონია, რომ სადღაც აქ არის და უნდა შემოვიდეს. ანას დაბადებიდან ზურამ მასში სიმღერის ნიჭის ძებნა დაიწყო. მის რიტმულ სუნთქვას და ტირილს უსმენდა. 2 წლისა და ნახევრის იყო, როდესაც ბავშვმა ამოხეთქა. მამას მოხვევდა ხოლმე ხელს და საკმაოდ უცნაური ხმით მღეროდა. პირველი სიმღერა ნატო გელაშვილის “დეკემბერი” იყო. ანამ დადო პირობა, ზურას შეჰპირდა, რომ იმღერებდა. მამას ძალიან ჰგავს”, – აღნიშნავს ზურა ბაკურაძის მეუღლე.

    თავად ანას თქმით მამის გარდაცვალება მისთვის იმდენად მძიმე იყო, რომ გადაწყვიტა ყველაფერი გაეკეთებინა, რაც მას სურდა.

    ანამ გადაცემაში ლუკა კობახიძესთან ერთად სიმღერა “მზის სხივები” შეასრულა.

    “მამასთან შედარებით მორიდებულად ვიყავი, რომ მისმენდა ვფიქრობდი, რომ უფრო კარგად უნდა გამომსვლოდა. მამას რეპერტუარიდან განსაკუთრებით “კესანები” მომწონს. იმდენად ტკბილად ასრულებს, რომ ჩემთვის საოცრებაა ამის მოსმენა. როდესაც რამეზე ვნერვიულობ, ან რთული დღე მაქვს არ არსებობს, რომ არ დამესიზმროს.

    მისი გარდაცვალება იმდენად მძიმე იყო, რომ ყველაფერი მინდოდა გამეკეთებინა რაც მას სურდა. გადავწყვიტე მემღერა. შევასრულებთ ნათია ზეინკლიშვილის სიმღერას, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით მას. ასევე დავით არჩვაძეს, რადგან დაგვეხმარა…ვმღერით “მზის სხივებს”,
    – აღნიშნავს ანას.

    ნახეთ მათი შესრულება: