სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა განცხადებას ავრცელებს კახი კალაძე "ლაგუნა ვერეს" შესახებ - "ის აღდგება და..."

    რა განცხადებას ავრცელებს კახი კალაძე "ლაგუნა ვერეს" შესახებ - "ის აღდგება და..."
    4 დღის და 16 საათის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „ლაგუნა ვერე“ საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს და ინფრასტრუქტურა სრულად აღდგება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთვის მან მადლობა ყოფილ პრემიერ-მინისტრს, ბიძინა ივანიშვილსა და საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ გადაუხადა.

    როგორც კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ობიექტთან დაკავშირებული დამატებითი დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

    „ლაგუნა ვერეს“ ტერიტორიისა და მიმდებარე არეალის განაშენიანება-მოწესრიგებასთან დაკავშირებით, მინდა, საზოგადოებას კიდევ ერთხელ მივაწოდო ინფორმაცია. მესმის, პროექტთან დაკავშირებით პოლიტიკურად ანგაჟირებული საზოგადოების რეაქცია და ამის მიზეზი ყველასთვის გასაგებია, მაგრამ ფაქტი არის ის, რომ ამ ტერიტორიის მოწესრიგება კრიტიკულად მნიშვნელოვანია ქალაქისთვის. ეს იქნება ძალიან კარგი პროექტი და დედაქალაქში ახალი მიზიდულობის ცენტრი გაჩნდება. პირველ რიგში, უნდა აღინიშნოს, რომ მთლიანად ნარჩუნდება „ლაგუნა ვერეს“ ინფრასტრუქტურა და მეტიც - ტერიტორია საკუთრებაში გადაეცემა მუნიციპალიტეტს. მინდა, მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს, საქველმოქმედო ფონდ „ქართუს“ ამ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ჩვენ კი ამ სივრცეს მოვაწესრიგებთ და მოსახლეობასთან ერთად განვსაზღვრავთ, როგორ უნდა წარიმართოს პროცესი. მოვიწვევთ არქიტექტორებს, დიზაინერებს და პროცესში საზოგადოებაც ჩართული იქნება. რაც შეეხება მერიის გეგმებს ამ ობიექტთან დაკავშირებით, მას მოგვიანებით კიდევ უფრო დეტალურად გაგაცნობთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

    მისივე თქმით, „ლაგუნა ვერეს“ მიმდებარედ არსებული აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა, შენარჩუნდება და შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას.

    „რაც შეეხება დანარჩენ ტერიტორიას, აქ დგას აბრეშუმის ქარხნის ძველი შენობა, რომელიც, მართალია, არ არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, თუმცა, ქმნის თბილისის ერთგვარ ისტორიულ სახეს. შესაბამისად, გეგმარებისას გაითვალისწინეს ეს ფაქტორი და შენობა არა მარტო შენარჩუნდება, არამედ შეერწყმება დაგეგმილ განაშენიანებას. ასევე, მნიშვნელოვანია მიმდებარე

    ტერიტორიის მოწესრიგება სატრანსპორტო კუთხით. იცით, რომ აქ განთავსებულია ბენზინგასამართი სადგურები და ავტოტექმომსახურების პუნქტები, შესაბამისად, ვმუშაობთ, რომ მოწესრიგდეს ეს სივრცე, ასევე, საფეხმავლო და მიწისქვეშა გადასასვლელი სივრცეები. უკვე დამუშავებულია რამდენიმე ვარიანტი, პროცესში ჩართული იყვნენ არქიტექტორები და საბოლოოდ შემუშავდა ყველაზე ოპტიმალური ვარიანტი.

    არქიტექტურის კუთხით, ჯერჯერობით გრძელდება მუშაობა, რათა კიდევ უფრო დაიხვეწოს პროექტი და მივიღოთ საუკეთესო განაშენიანება. სხვა დეტალებზე თბილისის მერიის შესაბამისი სამსახურები კვლავ განაგრძობენ მუშაობას“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.