სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "როგორც ყველა დედას, მეც მეგონა რომ ჩემი შვილი საუკეთესოა და რაღაცას აკლებდნენ" - რას ჰყვება ბაბის დედა შვილის წარმატების შემდეგ

    "როგორც ყველა დედას, მეც მეგონა რომ ჩემი შვილი საუკეთესოა და რაღაცას აკლებდნენ" - რას ჰყვება ბაბის დედა შვილის წარმატების შემდეგ
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გადაცემას „ღამის შოუ“ „ცეკვავენ ვარსკვლავების“ გამარჯვებულები – ბაბი კირკიტაძე და ერეკლე გირგვლიანი სტუმრობდნენ, რომლებმაც მოპოვებული წარმატების შესახებ კიდევ ერთხელ ისაუბრეს და საკუთარი ემოციები მაყურებლებს გაუზიარეს.

    ამავე გადაცემას სტუმრობდა ბაბი კირკიტაძის დედა, რომელმაც მისი შვილის მხარდაჭერისთვის საზოგადოებას მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

    „შედეგებით კმაყოფილი და ბედნიერი ვარ. დიდი მადლობა გულშემატკივრებს, ასეთი სანუკვარი შედეგი მათ დაგვადებინეს და რასაკვირველია, ბედნიერი ვართ.

    „ცეკვავენ ვარსკვლავების“ ყველა გადაცემას ვესწრებოდი. ჩერტკოევის ყველა შენიშვნაზე აფორიაქებული ვიყავი. სახლიდან ამას ვერ გავუძლებდი.

    არც მე ვიყავი გამონაკლისი და როგორც ყველა დედას, მეჩვენებოდა, რომ ჩემი შვილი საუკეთესო იყო, რაღაცას აკლებდნენ.

    ბედნიერი ვარ, მადლობა ჩემს საყვარელ ქართველებს, რომ ეს შედეგი დავდეთ.

    დაგვიანება ბავშვობაში უყვარდა. მამამისს ჰგავს.. მათი საწოლიდან წამოყენება ერთი დიდი ტრაგედიაა ოჯახში“,- აღნიშნა ინგა ოდიკაძემ.

    თავის მხრივ, ბაბი კირკიტაძემ მის გულშემატკივრებს აქტიურობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.