სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რამდენ ლარიანი გირაო შეეფარდა ფეხბურთელის, ვახტან ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექთანს?

    რამდენ ლარიანი გირაო შეეფარდა ფეხბურთელის, ვახტან ჩარკვიანის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ ექთანს?
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელის, ვახტან ჩარკვიანის კორონავირუსით გარდაცვალების საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება.

    უფროსი ექთანს, თეა ბეგიაშვილს გირაო შეეფარდა.

    მას ბრალი ედება ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენებაში.

    დამოუკიდებელი ექსპერტიზის დადგენილებით, ვახტანგ ჩარკვიანი კლინიკაში ნარკოტიკული პრეპარატების ზედოზირებით გარდაიცვალა.

    "ბატონო მოსამართლე, არანაირ გადაცდომას ადგილი ჰქონია.

    ხელის მოწერა, რომელიც ფიქსირდება დანიშნულების ფურცელზე, ჩემი თანამდებობიდან გამომდინარე, დასტურია იმისა, რომ პაციენტის დანიშნულებაზე მოცემული მედიკამენტები ჩემს მიერ იყო დატოვებული პაციენტთან", - თქვა თეა ბეგიაშვილმა.

    "გირაოს შემცირებას 7 000 ლარიდან 5 000 ლარამდე ნამდვილად არ ვეთანხმები და არ გამომდინარეობს იმ რეალობიდან, რაც მტკიცებულებების სახით არის საქმეში. დღეს ამ სისხლის სამართლის საქმეზე მოსამართლეს შეეძლო თეა ბეგიაშვილი დაეტოვებინა აღმკვეთი ღონისძიების გარეშე.

    თეა ბეგიაშვილი არც მიმალვას და არც მოწმეებზე ზემოქმედებას არ აპირებს. მისი ერთადერთი მიზანი არის, რომ დაიცვას თავისი უფლება და საზოგადოებას ანახოს, რომ ის ნამდვილად მართალია", - ამბობს ექთნის ადვოკატი, გიორგი გელენიძე.