სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ვინ იყო ქალი, რომლის გამოც ედუარდ შევარდნაძე მზად იყო ოჯახი დაენგრია?

    ვინ იყო ქალი, რომლის გამოც ედუარდ შევარდნაძე მზად იყო ოჯახი დაენგრია?
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ანა–მარია კიპაროიძე ესპანელი წარმოშობის ქართველი ბალერინა იყო.

    მას საქართველოს მეორე პრეზიდენტთან, ედუარდ შევარდნაძესთან 10-წლიანი სასიყვარულო რომანი ჰქონდა.

    როგორც ცნობილი ხდება, ყოფილი პრეზიდენტი მზად იყო, მის გამო ოჯახი დაენგრია.

    შევარდნაძესთან ურთიერთობაზე ესპანელი წარმოშობის ქართველი ბალერინა ჟურნალ "გზასთან" ინტერვიუში საუბრობს.

    "ედუარდ შევარდნაძესთან 10–წლიანი სასიყვარულო ურთიერთობა მაკავშირებს. რომ გავიცანი, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი იყო და ცოლ-შვილიც ჰყავდა. არ დაგიმალავთ და, ერთ დროს ძალიან საინტერესო ქალი ვიყავი. ბალერინა ვიყავი

    ერთხელ რომ გამომიარა შინ, დაჯდა სავარძელში (რუმინული ავეჯი მქონდა) და მითხრა: იცი, სახლიდან უნდა წამოვიდეო. შევიცხადე: რას ამბობთ, ედუარდ ამბროსის ძევ- მეთქი?! ვერასდროს ვეძახდი "ედიკს", არ შემეძლო. ყოველთვის თქვენობით ველაპარაკებოდი. არ ვიტყუები, გეფიცებით, მართლა არ შემეძლო. რაღაც ზღვარს ვერ ვაბიჯებდი და ვუთხარი: თუ თქვენ ოჯახიდან წამოხვალთ, ჩვენს ურთიერთობას წერტილი დაესმება. სხვისი ოჯახი არასდროს დამინგრევია და არც არასდროს მივცემ თავს ამის უფლებას, როგორც გნებავთ, ისე გაიგეთ მეთქი. გაცოფდა. მაშინვე წამოხტა ფეხზე და გაიქცა.

    2007 წელს მოსკოვიდან თბილისში რომ დავბრუნდი, ამ სახლში მომძებნა და დამირეკა. ყოფილი "კა-გე–ბეშნიკი" იყო და ეს გაუჭირდებოდა? როგორ ხარო? – მკითხა თუ არა, მაშინვე ვიცანი ხმით. ერთმანეთის მოკითხვის შემდეგ მითხრა, ბინა იქირავე და შევხვდეთო. ნანული უკვე გარდაცვლილი იყო და რატომღაც უარი ვუთხარი. ბოლო პერიოდში კრწანისის რეზიდენციიდან დამირეკა, ძალიან ცუდად ვარ, არ მგონია, ამ წელს გადავრჩეო და იქ გასვლა მთხოვა. არ წავედი – მის ქალიშვილთან შეხვედრა არ მინდოდა.

    შენნაირი ქალი არ შემხვედრიაო, მეუბნებოდა ხოლმე. მასაც ვუყვარდი და მეც ძალიან მიყვარდა. საოცრად განვიცადე მისი სიკვდილი. ვერ მოვითმინე და სამძიმარზე მივედი. აი, ასე იყო ჩემი ამბავი", - ამბობს ანა–მარია კიპაროიძე.