პროდიუსერმა, რატი აბზიანიძემ ბუბა კიკაბიძის არქივიდან ვიდეო გამოაქვეყნა, ის დედასთან, მანანა ბაგრატიონთან ერთად მღერის.
"დღეს მე-9 დღე შესრულდა ბუბას გარდაცვალებიდან, ვაკურთხეთ მისი საფლავი, სადაც განისვენებს მისი დედა, მანანა ბაგრატიონი.
ეს უნიკალური კადრები გადაღებულია 1988 წელს თბილისში, სადაც ბუბა და მანანა ერთად მღერიან", - წერს პროდიუსერი.
შეგახსენებთ, რომ ბუბა კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა.