სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "რატომ ეუბნებოდნენ უბნის ბიჭები, შენს ბ** ცოლს მიხედეო" - ახალი დეტალები ყოფილ სამხედროზე, ნოდარ ათუაშვილზე

    "რატომ ეუბნებოდნენ უბნის ბიჭები, შენს ბ** ცოლს მიხედეო" - ახალი დეტალები ყოფილ სამხედროზე, ნოდარ ათუაშვილზე
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ჟურნალისტმა, ზაირა მიქატაძემ სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, რომ საგარეჯოში მომხდარი თავდახმის დეტალები გასარკვევია.

    "რატომ და რა მიზნით დაიბარეს უბნის ბიჭებმა შუაღამისას ნოდარ ათუაშვილი საქმის გასარჩევად?! რა უნდა მომხდარიყო საქმის გარჩევის დროს და რით შეიძლებოდა დასრულებულიყო იგი?! რატომ გახდა ნოდარ ათუაშვილი უბნის ბიჭების დაცინვის ობიექტი?! ვინ და რატომ შეასხა მას ამ საშინელ ტრაგედიამდე სახეში აქაფებული "რედბული"?! რატომ გააყოლებდნენ ხოლმე მას დამცინავ მზერას, როცა უბანში გაივლიდა?! რატომ ეძახდნენ ჩმორს და საერთოდაც, რა ურთიერთობა ჰქონდათ მასთან, ან რა იცოდნენ მის შესახებ ისეთი, რამაც მის მიმართ ასეთი დამოკიდებულება გაუჩინათ?!

    რატომ მალავდნენ მეზობლები სასაკლაოს დატრიალებამდე მომხდარი ჩხუბის ფაქტს?! რისი დამალვა უნდოდათ მათ და ვისთან და რასთან მიიყვანდა გამოძიებას ეს დამალული სიმართლე?! თუკი მხოლოდ ფსიქიკური მდგომარეობა იყო ნოდარ ათუაშვილის გადარევის მიზეზი, რატომ იძახდნენ "ავადმყოფი" კაცის გვამზე, სანაგვეზე გადააგდეთ, ან ძაღლებს მიუგდეთ საჯიჯგნათო?! პირველ რიგში ამ კითხვებს უნდა გაეცეს პასუხი, რომ გავიგოთ, მართლა გიჟი იყო იგი თუ ძალით მიიყვანეს მკვლელობამდე და თვითმკვლელობამდე?!

    რაც შეეხება დანაშაულის პრევენციას, სად იყო სამეზობლო ან სამართალდამცველი ორგანოები, როცა ათუაშვილი იარაღითა და ტყვია-წამლით მარაგდებოდა?!

    სად იყო სამეზობლო მაშინ, როცა მისი სახლიდან წივილ-კივილის ხმა გამოდიოდა და ცოლს მოკვლით ემუქრებოდა?! ჰქონდა თუ არა მას შემაკავებელი ორდერი გამოწერილი და თუ არ ჰქონდა – რატომ?! და ბოლოს და ბოლოს, თუკი კაცი ეჭვიანი და ჭკუიდან გადასული იყო, რატომ ეუბნებოდნენ უბნის ბიჭები, შენს ბ** ცოლს მიხედეო?! არის თუ არა ეს ადამიანის ძალით გადარევის მცდელობა იმის ნაცვლად, რომ "მოძალადე" ქმარს, მამას თუ მეზობელს პირიქით, მორიდებოდნენ?! იმედი მაქვს, გამოძიება ამ კითხვების პასუხებს ბუნდოვანს არ დატოვებს. მე, ჩემი მხრივ, ვაგრძელებ გამოძიებას იმ მუქარებისა და ლანძღვა-გინების მიუხედავად, რაც ჩემი მისამართით წამოვიდა ამ დღეებში. სიმართლე ხშირად ტყვიის ქვეშ მიწერია და სიცოცხლის ბოლომდე ასე იქნება", - წერს ჟურანლისტი.