სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ვენერა და მაგდა პაპიძე ძლიერი ქალია?!" - რა მოხდა პირდაპირ ეთერში

    "ვენერა და მაგდა პაპიძე ძლიერი ქალია?!" - რა მოხდა პირდაპირ ეთერში
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქალისა და მამაკაცის უფლებების შესახებ ისაუბრეს გადაცემაში „დღის პოსტი“, სადაც სტუმრად ჟურნალისტი ბესო ჩუბინიძე და ტელეწამყვანი ლიზა ვადაჭკორია იყვნენ.

    როგორც ჟურნალისტმა ბესო ჩუბინიძემ თქვა, რომ არ შეიძლება ქალის და მამაკაცის პიროვნება განვიხილოთ როგორც სუსტი და ძლიერი.

    ამასთან ჩუბინიძემ დასძინა, რომ არის გამოთქმა: „ქალი საფერებლად გაჩენილა კაცისა“, რაზეც ლიზამ უპასუხა, რომ „მაშინ მოეფერონ, როცა ქალებს სურთ“.

    -სექსუალური შევიწროება არ გაგიგია? - კითხვით უპასუხა ლიზამ.

    - კი, მაგრამ ორი დეგენერატი კაცის საქციელის გამო, მთელი საკაცეთი მასეთია?

    - ეს ყველაფერი მერე გადადის ფემიციდში...

    ამის შემდეგ ბესო ჩუბინიძემ კითხვა დაუბრუნა ლიზას: ვენერა და მაგდა პაპიძე ძლიერი ქალია?

    - ის უკვე ძალადობაა, აღნიშნა ლიზამ.

    „მე მყავს ძლიერი მეგობრები, ძლიერი დედა, მაგრამ თქვენი აზრით რას ნიშნავს ძლიერი: მკლავჭიდშია ძლიერი? ქალი ყოველთვის ძლიერი იყო. თამარ მეფე გვყავდა. წმინდა ნინო გვყავდა, რომელმაც მთელ საქართველოს მოსდო ყველაფერი (გააქრისტიანა). რომელი ქალის სიძლიერეზე მელაპარაკებით, რატომ აპელირებთ ასე. ქალი ყოველთვის იყო ძლიერი. არის და იქნება. კაცთან ერთად კიდევ უფრო ძლიერი“,- აღნიშნა ჩუბინიძემ.