სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გამუდმებით მეკითხებოდნენ, რატომ ვმალავდი ბავშვს" - რას ამბობს სტეფანე მღებრიშვილი შვილზე

    "გამუდმებით მეკითხებოდნენ, რატომ ვმალავდი ბავშვს" - რას ამბობს სტეფანე მღებრიშვილი შვილზე
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მომღერალმა, სტეფანე მღებრიშვილმა რადიო "ფორტუნას" და თათა სადრაძის გადაცემაში "რტ-FM" შვილზე, სტეფანიაზე ისაუბრა.

    შეგახსენებთ, რომ მან ერთ-ერთ კონცერტზე მამასთან ერთად იმღერა.

    "გამუდმებით მეკითხებოდნენ, რატომ ვმალავდი ბავშვს. გავბედე და სულ 2 წუთით გამოვიყვანე სცენაზე, თუმცა ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რადგან დარბაზი ერთიანად აფეთქდა. სხვათა შორის, მანამდე დოკუმენტურ ფილმში გადაიღეს.

    როგორც ჩანს, ყველაფერი ერთმანეთს დაემთხვა და მისმა გამოჩენამ მართლაც ფურორი მოახდინა. ახლაც იმავეს მოითხოვენ ჩემგან, არადა, სულ სხვა გეგმები გვაქვს. ამიტომ ჯერ არ ვიცი, რას გადავწყვეტთ", - განაცხადა სტეფანემ.