სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ქორწილი აღარ იქნება" - თი მაჭავარიანმა ამის მიზეზი დაასახელა

    "ქორწილი აღარ იქნება" - თი მაჭავარიანმა ამის მიზეზი დაასახელა
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    როგორც მოგეხსენებათ, თი მაჭავარიანმა ზაფხულში ქორწილი დააანონსა.

    მან ეს ჯვრისწერის შემდეგ გადაიფიქრა და მიზეზიც დაასახელა.

    "ქორწილი აღარ იქნება.

    მე და დათუნამ გადავწყვიტეთ, რომ ეს ყველაფერი ზედმეტი სტრესია ერთი დღის გამო. ძალიან ბევრი გაუთვალისწინებელი რამ მოხდა, რამაც ძალიან დაგვსტრესა ორივე დაგვღალა და გავიაზრეთ ის, რომ ქორწილში ნამდვილად არ ღირს თანხების დახარჯვა, რესურსი ჩადება, ნერვების, ენერგიის, დროის და ა.შ.

    გვექნება ხელის მოწერა აუცილებლად, ვფიქრობ ზაფხულში, რადგან საზაფხულო კაბა მინდა მქონდეს. გვეყოლებიან მხოლოდ და მხოლოდ მეჯვარეები. იმ თანხას, რასაც ქორწილში გადავიხდიდით, გამოვყოფთ თაფლობის თვისთვის", - განაცხადა თი მაჭავარიანმა.