სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "შეაშინეთ ბებიათქვენი" - რითი ემუქრებიან ნინო ნადირაძეს?

    "შეაშინეთ ბებიათქვენი" - რითი ემუქრებიან ნინო ნადირაძეს?
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კლინიკა "ვივა მედის" გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ სოციალურ ქსელში მასთან დაკავშირებით არსებულ მუქარაზე იასუბრა:

    "ვიღაცა გაურკვეველი ტიპები რაღაცა სანქციებით მემუქრებიან, ჩამონათვალიც გამომიგზავნეს.

    ღმერთო, რა კუჭზე და დროსტარებაზე ორიენტირებული ხალხია, მემუქრებიან, ვერ იმოგზაურებ, ფული არ გექნება, საჭმელს ვერ შეჭამ საშვილიშვილოდო. ეგ თქვენ გადარდებთ, ცაკალელებო.

    მაგ ჩამონათვალში რომ ყოფილიყო სამშობლოზე, სარწმუნოებაზე და ენაზე უარის თქმა, მაშინ ნამდვილად ვიდარდებდი. რა ცუდად მიცნობთ. შეაშინეთ ბებიათქვენი", - წერს ნინო ნადირაძე.

    შეგახსენებთ, რომ "ვივა მედში" იმყოფება საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი.