სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • ღამის პრაიმ ტაიმი ანიმაც დატოვა? - რა ხდება გადაცემაში

    ღამის პრაიმ ტაიმი ანიმაც დატოვა? - რა ხდება გადაცემაში
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "ღამის პრაიმ ტაიმი” კიდევ ერთმა წამყვანმა, ანი ჩირაძემ, დატოვა. ამის შესახებ ინფორმაციას ფეისბუქ გვერდი, “ქართული ტელევიზია • Georgian TV” ავრცელებს.

    “როგორც ჩანს, “ღამის პრაიმ ტაიმი” 6 წამყვანიდან 5-მა დატოვა 🧐
    ძველი შემადგენლობიდან შოუში მხოლოდ ნინო ჩხეიძე დარჩა. არადა გადაცემა ჯერ 1 წლისაც არაა!
    ბოლო თვეებში გადაცემა ცალ-ცალკე დატოვეს:
    ბაჩო კოლელიშვილმა
    ავთანდილმა
    ზურა ხაჩიძემ
    ნიკოლოზ ხაჩიძემ
    და ახლა უკვე ანი ჩირაძემ
    ამრიგად, გადაცემას ახლა მხოლოდ 2 წამყვანი ჰყავს, ნინო ჩხეიძე და მოგვაინებით შემატებული გიორგი ნაზღაიძე.
    დააფასეთ პრაიმშოუს სიმტკიცე”, – წერია გვერდის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

    ჯერჯერობით უცნობია, რატომ დატოვეს წამყვანებმა “ღამის პრაიმ ტაიმი”.