სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რას გვირჩევენ ვარსკვლავები - ნახეთ ასტროლოგიური პროგნოზი

    რას გვირჩევენ ვარსკვლავები - ნახეთ ასტროლოგიური პროგნოზი
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ვერძი

    თუ გსურთ, რომ წარმატებას მიაღწიოთ პირად თუ სამსახურებრივ სფეროში, ნუ იწუწუნებთ, გახსოვდეთ, რომ პოზიტიური განწყობითა და თავდაჯერებულობით ყველაფერი გამოგივათ.

    კურო

    არის ალბათობა, მოშურნე კოლეგებმა თუ სხვებმა მიითვისონ თქვენი დამსახურება, ნუ დატოვებთ ამ სიტუაციას უყურადღებოდ, თავი შორს დაიჭირეთ ასეთი ადამიანებისგან.

    ტყუპები

    დღეს, უმჯობესია, თავი შეიკავოთ გარჩევებისა და კამათისგან, განსაკუთრებით, ეს ეხება საქმიან სფეროს.

    კირჩხიბი

    პოზიტიური და ნაყოფიერი დღეა, მთავარია, თვალი გაუსწოროთ რეალობას, დაინახეთ და შეიგრძენით გარემომცველი ატმოსფერო, გამოდით წარმოსახვითი სრულყოფილების მდგომარეობიდან.

    ლომი

    საკმაოდ დატვირთული, მაგრამ ნაყოფიერი დღეა, შეეცადეთ, სწრაფი რეაგირება მოახდინოთ ნებისმიერ პრობლემურ საკითხზე.

    ქალწული

    დღეს, თქვენ შეძლებთ, დადებითად გადაჭრათ სხვადასხვა პრობლემა. ასევე სასიკეთო დღეა მოლაპარაკებებისთვის, ეს თქვენს სამომავლო საქმიანობაზე დადებითად აისახება.

    სასწორი

    დღეს თქვენი სპონტანური იდეები შესაძლოა, საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდეს. ამიტომ, იყავით გახსნილი და აქტიური.

    მორიელი

    დღე ხელს უწყობს ძველი, გაჭიანურებული საქმეების ბოლომდე მიყვანას, მიუხედავად დატვირთული განრიგის, ეცადეთ, მეტი დრო მეგობრების წრეში გაატაროთ, თუნდაც სოციალური ქსელის საშუალებით.

    მშვილდოსანი

    ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად, კარგი იქნება, თუ გამოცდილ ადამიანებს მიმართავთ. კონკრეტულად გამოიკითხეთ ყველა დეტალი, გაითვალისწინეთ სხვათა გამოცდილება და ისე იმოქმედეთ.

    თხის რქა

    ნუ აიღებთ ყველაფერს საკუთარ თავზე, მიეცით სხვებსაც მოქმედების საშუალება. შეინარჩუნეთ ემოციური ბალანსი.

    მერწყული

    ნუ შეგეშინდებათ კრიტიკის, თავისუფლად გამოხატეთ თქვენი შეხედულებები. მეტად გაერთეთ და დაისვენეთ.

    თევზები

    სასიყვარულო საქმეებისთვის წარმატებული დღეა, სახლისა და სამსახურის თემებში შესაძლოა, გარკვეულმა პრობლემებმა იჩინოს თავი.