სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რა მოხდა მარნეულის N5 საჯარო სკოლაში - ადმინისტრაცია ემოციურ პოსტს აქვეყნებს

    რა მოხდა მარნეულის N5 საჯარო სკოლაში - ადმინისტრაცია ემოციურ პოსტს აქვეყნებს
    1 წლის და 7 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მარნეულის N5 საჯარო სკოლა სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს. სკოლის პირველი დირექტორი ბატონი ანდრო ჯოხაძე გარდაცვალა.

    “იყვნენ ადამიანები , რომელთა ძალისხმევით აქ, ამ ადგილას, 57 წლის წინ საფუძველი ჩაუყარეს განათლების განვითარებას. მათ თავიანთი მამულიშვილური სიტყვა თქვეს და პირნათლად შეასრულეს ვალი საკუთარი ქვეყნის წინაშე.
    ყველაფერი კი ასე დაიწყო:
    1965 წელს ქალაქ მარნეულის მოსახლეობამ თხოვნით მიმართა ადგილობრივ ხელმძღვანელობას, რათა გაეხსნათ ქართული სკოლა. ამ ინიციატივას დიდი სიხარულით შეხვდა განათლების სამინისტრო და 1965 წლის 1 სექტემბერს, ქალაქის ცენტრში, საზეიმო ვითარებაში, გაიხსნა ქართული სკოლა, რომელიც მაშინ ერთ კორპუსს მოიცავდა, მოსწავლეთა რაოდენობა კი 67-ს შეადგენდა. სკოლის დირექტორობა დაევალა ნიჭიერ ორგანიზატორს, ბატონ ანდრო ჯოხაძეს. ბატონმა ანდრომ უზადოდ შეასრულა თავისი მისია.
    სსიპ ქალაქ მარნეულის N5 საჯარო სკოლა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს, თავისი პირველი დირექტორის, ბატონი ანდრო ჯოხაძის გარდაცვალების გამო.
    #მარნეულისსაგანმანათლებლორესურსცენტრი” – ნათქვამია განცხადებაში.


    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ