სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • გიორგი ფხაკაძე ქალბატონებს მიმართავს - ნახეთ საგანგებო განცხადება

    გიორგი ფხაკაძე ქალბატონებს მიმართავს - ნახეთ საგანგებო განცხადება
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე საზოგადოებას სოციალურ ქსელში მიმართავს და საშვილოსნოს ყელის კიბოს შესახებ ინფორმაციას აზიარებს.

    ,,მაქსიმალურად გაავრცელეთ, ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

    ძვირფასო გოგოებო და ქალბატონებო, შეგახსენებთ, რომ საშვილოსნოს ყელის კიბოს იწვევს ადამიანის პაპილომა ვირუსი (აპვ), რომელიც ვაქცინით მართვადი დაავადებაა.

    უფასო ვაქცინაცია ტარდება პირველადი ჯანდაცვის რგოლში – პოლიკლინიკებში.

    პაპილომა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა უფასოა 10-26 წლის ასაკის გოგოებისთვის.

    გაიგე მეტი საშვილოსნოს ყელის კიბოზე”, – წერს ფხაკაძე