სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • VIDEO: "მამაჩემს ოჯახისგან ფარული საქმიანობა ჰქონდა", - რას იხსენებს გივი ბერიკაშვილის შვილი

    VIDEO: "მამაჩემს ოჯახისგან ფარული საქმიანობა ჰქონდა", - რას იხსენებს გივი ბერიკაშვილის შვილი
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ქართული კინოს ლეგენდის, გივი ბერიკაშვილის შვილი, ზურა ბერიკაშვილი ტელეკომპანია იმედის გადაცემა "სიცრუის დეტექტორის" სტუმარი იყო.

    ზურა ბერიკაშვილი მამის შესახებ საინტერესო არაერთი საინტერესო ისტორია გაიხსენა, მათ შორის აღნიშნა, რომ მას ოჯახიდან დაფარული საქმიანობა ჰქონდა.

    "უბედური 90-იანი წლები იყო, არანაირი შემოსავალი არ გვქონდა და ამ დროს გივი იტყოდა, რომ კახეთში გადაღებაზე მიდიოდა - თურმე დიდ მანქანებს წინ უჯდებობდა და ერთი ადგილიდან მეორემდე აცილებდა. მოგეხსენებათ, ეს ის დრო იყო, როდესაც ქუჩებში ავტომატიანი ხალხი მოძრაობდა და დაყაჩაღების შემთხვევები ხშირი იყო.

    მამაჩემი ამ საქმიანობას მცირედი ანაზღაურების სანაცვლოდ აკეთებდა და თავის თავზე იღებდა ამ ყაჩარებს და ბანდიტებს. როცა აჩერებდნენ, ჩადიოდა მანქანიდან და თავისი ავტორიტეტით სარგებლობდა - შემოსავალი არ გვქონდა და ელემენტარულისთვის აკეთებდა ამ ყველაფერს."

    იხილეთ ვიდეო: