სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მიწა გამომეცალა ფეხებიდან" - რა სამწუხარო ამბავს ავრცელებს გიორგი ექიმი

    "მიწა გამომეცალა ფეხებიდან" - რა სამწუხარო ამბავს ავრცელებს გიორგი ექიმი
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ექიმი, გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

    "ონკოლოგიაში ზოგჯერ დგება მომენტი, როცა ძალიან გეტირება, მაგრამ რომ იტირო, პაციენტს გული გაუსკდება და ფარ-ხმალს დაყრის. ეს კაცი, ბატონი ლივთერი, ძალიან მიყვარს. ჩვენ აქ ორივე ვიცინით, მაგრამ ორივემ ვიცით, როგორ ტკივა ამ დროს ორგანოები. ვიცინით, რადგან ერთმანეთს ვამხნევებთ, ბრძოლას რომ აქვს აზრი და რომ არ უნდა დავნებდეთ.

    ვიბრძვით თითოეული დღისთვის… ორივემ ვიცით რა ძვირფასია თითოეული წამი. დღეს სხვა კლინიკაში მომიწია მისი გაშვება და ისე მითხრა, გიორგი ექიმო, არ გამიშვაო, მიწა გამომეცალა ფეხებიდან", - წერს ღოღობერიძე.