სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ბალახის ჭამამ როგორ გაგზარდა-მეთქი" - ვის ეხუმრებოდა ასე კახი კავსაძე?

    "ბალახის ჭამამ როგორ გაგზარდა-მეთქი" - ვის ეხუმრებოდა ასე კახი კავსაძე?
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    კახი კავსაძე ბავშვობიდან ფიზიკური აქტივობით გამპირჩეოდა.

    ის აღნაგობით მართლაც გამორჩეული იყო.

    "1956 წელია. მეორე კურსზე ვართ. ჩვენი საკურსო სპექტაკლის შემდეგ მაყურებელთა დარბაზში ჩავედით და იქ გადავიღეთ ეს ფოტო. ზურიკო ქაფიანიძეს ხედავთ? აკი გეუბნებოდით, თეატრალურში რომ მოვიდა, პატარა ბიჭი იყო-მეთქი.

    იღლიაში ამოვიჩრიდი და ისე დავდიოდით. აი, ბატონო, ნახეთ: ხომ ვარ ზურა ქაფიანიძეზე მაღალი? არავის სჯერა, არ იქნებოდიო. არადა, ვიყავი! მერე გაიზარდა, ჩემო ბატონო! ვეხუმრებოდი: ბალახის ჭამამ როგორ გაგზარდა-მეთქი. ხორცი არ უყვარდა, მცენარეულ საჭმელს არჩევდა", - ამბობდა კახი კავსაძე.