სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "გამყვება ცხოვრების ბოლომდე" - რა გაიხსენა გმირი პოლიციელის მეუღლემ?

    "გამყვება ცხოვრების ბოლომდე" - რა გაიხსენა გმირი პოლიციელის მეუღლემ?
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    20 იანვრის ღამეს, საგარეჯოში თავდასხმისას დაღუპული პოლიციელის, ოთარ ღვინაშვილი მეუღლე ჰყვება, რომ მასწავლებელმა მეუღლის ხსოვნის პატივსაცემად, პანაშვიდზე მოსწავლეები მიიყვანა.

    მან ამის შესახებ "დილა მშვიდობისა საქართველოს" ინტერვიუში ისაუბრა.

    "პანაშვიდი იყო, ეკლესიაში დასვენებული გვყავდა, მოვიდა ქალბატონი, რომელიც აღმოჩნდა პედაგოგი, რომელი სკოლის, დღემდე არ ვიცი, არც სახელი და გვარი ვიცი. მოიყვანა თავისი სკოლის ბავშვები.

    პირველ რიგში, მომისამძიმრა და მითხრა: მე მოვიყვანე ბავშვები იმისთვის, საქართველოს ვანახო, კიდევ რომ ჰყავს გმირებიო. ეს ჩემთვის საოცარი სიამაყე იყო და გამყვება ცხოვრების ბოლომდე", - ამბობს ნინო მელეშაშვილი.