სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები ტარდება

    "ნაციონალურ მოძრაობაში“ თავმჯდომარის არჩევნები ტარდება
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    დღეს დილის 10 საათზე "ნაციონალურ მოძრაობაში" თავმჯდომარის არჩევნები დაიწყო. არჩევნები ელექტრონული წესით მიმდინარეობს.

    პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: მოქმედი თავმჯდომარე, ნიკა მელია; ლევან ხაბეიშვილი; ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძვიან. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, რეგისტრირებულთა რიცხვი, დაახლოებით, 50 000 ადამიანს შეადგენს.

    "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიული არჩევნები 30 იანვარს დილის 10:00 საათზე დასრულდება.