სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • მოძრაობა შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს

    მოძრაობა შეიზღუდება – გზების დეპარტამენტი მძღოლებს აფრთხილებს
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გზების დეპარტამენტის გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 28 იანვარს თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

    "საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ159-კმ162 მონაკვეთზე, დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაცია "ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფი“ ახორციელებს გზის ღერძზე ბოძკინტების აღდგენის სამუშაოებს. სამუშაოებისა და ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ზემოაღნიშნულ მონაკვეთზე, 2023 წლის 28 იანვარს 00:00 სთ-დან 05:00 სთ-მდე, ავტოტრანსპორტის მოძრაობის დროებით ჩაიკეტება.

    დროის აღნიშნულ პერიოდში, ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 159-ე კმ-დან (სოფ. ვერტყვიჭალასთან არსებული სატრანსპორტო კვანძიდან), საავტომობილო გზის ძველ მიმართულებაზე”,
    – ნათქვამია განცხადებაში.