სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ძალიან გვინდა საერთო შვილი“ - თი მაჭავარიანი

    "ძალიან გვინდა საერთო შვილი“ - თი მაჭავარიანი
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ინფლუენსერი თი მაჭავარიანი სულ ცოტა ხნის წინ დაქორწინდა.

    ცერემონია სურამში გაიმართა. თის რჩეული დათუნა გაფრინდაშვილია, მას შემდეგ რაც დათუნამ თის ხელი სთხოვა თის გამომწერების ინტერესი არ ცხრება იმასთან დაკავშირებით თუ როდის აპირებენ საერთო შვილის ყოლას.

    "მე და დათუნას ძალიან გვინდა საერთო შვილი, თუმცა, ამ ეტაპზე ნამდვილად არ ვგეგმავთ ამას. ჯერ ძალიან ბევრი სხვა გეგმა გვაქვს - კარიერული და პირადი, აქედან გამომდინარე, ბავშვიც იქნება, თუმცა, ახლო მომავალში არა.“ - აღნიშნა თი მაჭავარიანმა.

    შეგახსენებთ, რომ თი მაჭავარიანს პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც მასთან იზრდებიან.