სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "სააკაშვილი გადაიყვანეთ რეანიმაციაში" - რას აცხადებს ხაჭაპურიძე

    "სააკაშვილი გადაიყვანეთ რეანიმაციაში" - რას აცხადებს ხაჭაპურიძე
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    "sos!სააკაშვილი გადაიყვანეთ რეანიმაციაში! კვდება!” – შალვა ხაჭაპურიძე
    მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლის ად­ვო­კა­ტი შალ­ვა ხა­ჭა­პუ­რი­ძე ექ­სპრე­ზი­დენ­ტის სას­წრა­ფოდ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში გა­დაყ­ვა­ნას ითხოვს.


    ამის შე­სა­ხებ ის სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში წერს.

    “sos! sos! sos! სა­ა­კაშ­ვი­ლი გა­და­იყ­ვა­ნეთ რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში! კვდე­ბა!!!!” – წერს ხა­ჭა­პუ­რი­ძე.

    ცნო­ბის­თვის, სა­ა­კაშ­ვი­ლის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე დღეს კო­მენ­ტა­რი გა­ა­კე­თა “ვი­ვა­მე­დის” კლი­ნი­კურ­მა დი­რექ­ტორ­მა. ზუ­რაბ ჩხა­ი­ძის თქმით, პა­ცი­ენ­ტმა შე­ამ­ცი­რა იმ საკ­ვე­ბის მი­ღე­ბაც კი, რა­საც აქამ­დე იღებ­და.

    “ჩვენ წინა დღე­ებ­ში ვი­სა­უბ­რეთ, რომ კო­ვი­დინ­ფექ­ცია, რო­მე­ლიც ახლა მას აქვს, შე­და­რე­ბით მსუ­ბუ­ქი ფორ­მით იყო გა­მო­ხა­ტუ­ლი ლა­ბო­რა­ტო­რი­უ­ლი და სუ­ბი­ექ­ტუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბი­თაც. ყო­ველ შემ­თხვე­ვა­ში, დღე­ვან­დელ დღემ­დე სტა­ბი­ლუ­რი რჩე­ბა ჰე­მო­დი­ნა­მი­კუ­რი და რეს­პი­რა­ტო­რუ­ლი მაჩ­ვე­ნებ­ლე­ბი. ანუ სა­ტუ­რა­ცია ნორ­მის ფარ­გლებ­შია და ამ ეტაპ­ზე, და­მა­ტე­ბი­თი ჟანგბა­დის მი­წო­დე­ბა­საც არ სა­ჭი­რო­ებს. მაგ­რამ მე მინ­და გან­ვა­ცხა­დო, ბა­ტო­ნი სა­ა­კაშ­ვი­ლი უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს მიმ­დი­ნა­რე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სე­ბის მი­მართ, უკ­მა­ყო­ფი­ლე­ბას გა­მოთ­ქვამს თუნ­დაც კო­ვიდ­შე­ფა­სე­ბის მი­მართ, ის, რაც რე­ა­ლო­ბაა და რა რე­ა­ლო­ბა­ზეც ჩვენ ვსა­უბ­რობთ. ჩვენ ყო­ველ­თვის ვსა­უბ­რობ­დით, რომ საკ­ვებს იღებს არა იმ კა­ლო­რა­ჟით და რა­ო­დე­ნო­ბით, რაც არის რე­კო­მენ­დე­ბუ­ლი. მან ბოლო დღე­ებ­ში, გან­სა­კუთ­რე­ბით გუ­შინ­დე­ლი დღის შემ­დეგ, სა­ერ­თოდ შე­ამ­ცი­რა ამ კა­ლო­რა­ჟის საკ­ვე­ბის მი­ღე­ბა. საკ­ვე­ბი და­ნა­მა­ტე­ბის მი­ღე­ბა­ზეც უარი გა­ნა­ცხა­და.

    კლი­ნი­კა ყვე­ლა­ფერს აკე­თებს მისი ჯან­მრთე­ლო­ბის მდგო­მა­რე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბის­თვის. სა­სი­ცო­ცხლო ფუნ­ქცი­ე­ბის შე­სა­ნარ­ჩუ­ნებ­ლად შე­თა­ვა­ზე­ბუ­ლი იყო ინ­ფუ­ზი­უ­რი თე­რა­პია, რო­მე­ლიც მისი ორ­გა­ნიზ­მის­თვის ორ­გა­ნო­ე­ბის ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბის­თვის აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ არ მოხ­დეს რა­ი­მე გარ­თუ­ლე­ბა, რა­ზეც მან კა­ტე­გო­რი­უ­ლი უარი გა­ნა­ცხა­და. ამი­ტომ, მინ­და გი­თხრათ, თუ ეს ასე გაგ­რძელ­დე­ბა, რა თქმა უნდა, მისი მდგო­მა­რე­ო­ბა კი­დევ უფრო დამ­ძიმ­დე­ბა. მინ­და მო­ვუ­წო­დო ოჯა­ხის წევ­რებს, ქალ­ბა­ტონ გი­უ­ლის, რომ იქ­ნებ მოხ­დეს ადა­მი­ა­ნის დარ­წმუ­ნე­ბა, რომ და­ექ­ვემ­დე­ბა­როს ექი­მის მკურ­ნა­ლო­ბას, ექი­მე­ბის რე­კო­მენ­და­ცი­ას. სხვა და­ნარ­ჩენ შემ­თხვე­ვა­ში ამან შე­იძ­ლე­ბა მარ­თლა მი­იყ­ვა­ნოს ფა­ტა­ლურ შემ­თხვე­ვამ­დე. ვი­მე­ო­რებ, კლი­ნი­კა ყვე­ლა შე­საძ­ლებ­ლო­ბას იყე­ნებს გა­უმ­ჯო­ბეს­დეს მისი მდგო­მა­რე­ო­ბა“,- გა­ნა­ცხა­და ზუ­რაბ ჩხა­ი­ძემ.