სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მეკითხებოდნენ, როდის თხოვდები? მინდა მოგმართოთ..." - რას ამბობს ნინი ბადურაშვილი

    "მეკითხებოდნენ, როდის თხოვდები? მინდა მოგმართოთ..." - რას ამბობს ნინი ბადურაშვილი
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტელეწამყვანმა, ნინი ბადურაშვილმა "იმედის" "დილის შოუში" პირად ცხოვრებაზე ისაუბრა.

    "ამ ბოლო დროს ხშირად მოდიან და მეკითხებიან, რა გჭირს რატომ გახდი? ვცდილობ არ მივაქციო ყურადღება, მაგრამ მაინც მაფიქრებინებს, რომ მართლა ცუდად გამოვიყურები. ყოფილა შემთხვევა სარკეში ჩამიხედავს და მართლად საშინლად მომჩვენებია საკუთარი თავი. ზოგადად კი მომწონს, როგორც გამოვიყურები. კომფორტულად ვგრძნობ თავს ამ წონაზე.

    გარდა ამისა, 18-19 წლის ასაკიდან უკვე მეკითხებოდნენ, როდის თხოვდები? დაბერდი უკვე ასაკში ხარ.. დამაკომპლექსეს.

    მინდა მოგმართოთ, მთავარია თუ თქვენ სარკეში ყურებისას გაკმაყოფილებთ საკუთარი ვიზუალი. არ დაიძაბოთ სხვების კომენტარებზე, არ იფიქროთ იმაზე ვინ რას გეკითხებათ. მთავარია საკუთარ თავში ვიყოთ დარწმუნებულები" - განაცხადა ნინი ბადურაშვილმა.