სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • კაცმა პნევმატური იარაღით ძაღლი მოკლა - რა ბრალი წარუდგინეს მოქალაქეს?

    კაცმა პნევმატური იარაღით ძაღლი მოკლა - რა ბრალი წარუდგინეს მოქალაქეს?
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    პროკურატურის განცხადებით, ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფაქტზე, ერთ პირს ბრალი წარედგინა.

    "შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 22 იანვარს, ბათუმში, ბრალდებულმა პნევმატური იარაღით დაზიანებები მიაყენა მიუსაფარ ძაღლს, რის შედეგადაც ცხოველი დაიღუპა.

    ბრალდებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილით წარედგინა (ცხოველის წამება ან მისდამი სასტიკი მოპყრობა, რამაც მისი დაღუპვა ან დასახიჩრება გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

    პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლომ ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეუფარდა", - აცხადებს პროკურატურა.

    ცნობისთვის, ბათუმში, 6 მაისის პარკში, სასტიკად მოკლული ძაღლი იპოვეს.