სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • როდემდე გაგრძელდება ყინვები და როდის გამოიდარებს

    როდემდე გაგრძელდება ყინვები და როდის გამოიდარებს
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    გარემოს ეროვნულ სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე დღეებში ტემპერატურა შედარებით მოიმატებს და ღამის უარყოფითი ტემპერატურაც შეიცვლება.

    “შედარებით ძლიერი ყინვა დედაქალაქში ამაღამაც შენარჩუნდება და დაახლოებით -4 გრადუსის ფარგლებში იქნება. შემდეგ დღეებში კი ტემპერატურა შედარებით მოიმატებს. აღმოსავლეთ საქართველოში მიმდინარე დღეების განმავლობაში ღამის საათებში -2, +3 გრადუსის, დასავლეთ საქართველოში კი +2, +7 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. 30 იანვარს დასავლეთ საქართველოს უმეტეს რაიონში იწვიმეს, მთაში ზოგან მოთოვს. მიმდინარე დღეებში აღმოსავლეთ საქართველოში შესაძლოა, დროგამოშვებით მცირე ნალექი აღინიშნოს. როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში დღის საათებში ტემპერატურა დაახლოებით +5, +10 გრადუსის ფარგლებში იქნება. თბილისში ხვალ უნალექო ამინდია მოსალოდნელი, დღისით +7 გრადუსი იქნება, ზეგ ღამის საათებში +1, დღისით +11 გრადუსია მოსალოდნელი, 30 იანვარს შესაძლებელია მცირე წვიმა, ღამის საათებში +3, დღისით +10 გრადუსი იქნება.” – განაცხადეს გარემოს ეროვნულ სააგენტოში.

    წყარო: mshoblebi.ge