სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "ძალიან კარგი ბიჭი იყო... წლები მუშაობდა საზღვარგარეთ და ეს მანქანაც იქ ნაშოვნი ფულით იყიდა..." - ვინ არის რუისთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდა

    "ძალიან კარგი ბიჭი იყო... წლები მუშაობდა საზღვარგარეთ და ეს მანქანაც იქ ნაშოვნი ფულით იყიდა..." - ვინ არის რუისთან მომხდარი ავარიისას გარდაცვლილი ახალგაზრდა
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალზე, სოფელ რუსის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილი 22 წლის თენგო ლუკაშვილია. იგი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავიდან იყო.

    „ტვ მონიტორინგს" სოფელში უყვებიან, რომ ახალგაზრდა მამაკაცი წლების განმავლობაში ემიგრაციაში იყო და სწორედ საზღვარგარეთიდან დაბრუნების შემდეგ, ნაყიდი ავტომობილით მოძრაობდა.

    ,,ძალიან კარგი ბავშვი იყო, წლები მუშაობდა საზღვარგარეთ, რომ საკუთარი მომავალი ჰქონოდა, სწორედ იქ ნამუშევარი ფულით იყიდა ეს მანქანაც და ზუსტად ერთ წამში დაასრულა სიცოცხლე. დიდი ტრაგედია ტრიალებს ჩვენს სოფელში, ყველა ვტირით" - ამბობს ,,ტვ მონიტორინგთან" საუბრისას ერთ-ერთი ადგილობრივი

    ცნობისთვის, მძიმე ტრაგედია სოფელ რუისთან დღეს შუადღით მოხდა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი, სადაც ორი ადამიანი იჯდა, სატვირთო ავტომობილს შეეჯახა, შედეგად კი ორი ადამიანი გარდაიცვალა, ერთი კი კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაშია.