სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "მარიტას მშობლებმა მარიტას ყულაბა გახსნეს და..." - რას იხსენებს მამა შალვა კეკელია

    "მარიტას მშობლებმა მარიტას ყულაბა გახსნეს და..." - რას იხსენებს მამა შალვა კეკელია
    1 წლის და 2 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    მამა შალვა კეკელიამ, გადაცემა "ნოესთან" ვაკის პარკის ტრაგედიის დროს დაღუპულის, მარიტა მეფარიშვილის ოჯახზე ისაუბრა.

    "შეიძლება ვინმემ თქვას, ოქროს ნივთი უკეთია ხელზეო. მარიტას მშობლებმა მარიტას ყულაბა გახსნეს და ეს სამაჯური გამიკეთეს, "უფალო შეგვიწყალენ" აწერია. მარიტას სიყვარულით მიკეთია ხელზე.

    ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რაღაც ნივთი უკეთია, რომელიც მოსწონს. არ მიყვარდა არაფრის გაკეთება და ვერც ვიკეთებდი, ახლა ეს მიკეთია.

    მარიტას არ ვიცნობდი, საოცარი მშობლები ჰყავს... ასეთი სამაგალითო ოჯახი ჩემთვის წარმოუდგენელია. ბედნიერია ჩვენი ქვეყანა, რომ ასეთი ოჯახი ცხოვრობს. მარიტამ ყველას მაგალითი მოგვცა თავდადებისა, მეგობრობისა, სიყვარულისა", - აცხადებს მამა შალვა.