სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "უბრალოდ გასაოცარია - მეცნიერებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ" - რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ტალახაძეზე

    "უბრალოდ გასაოცარია - მეცნიერებმა აუცილებლად უნდა შეისწავლონ" - რას წერენ უცხოელი გულშემატკივრები ტალახაძეზე
    2 წლის და 9 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ტალახაძის მიღწეულ წარმატებებს სოციალურ ქსელში უცხოელი გულშემატკივრები გამოეხმაურნენ და აღტაცება ვერ დამალეს, გთავაზობთ გამორჩეულ კომენტარებს:

    Romano Olímpico: 'ქართველი ლაშა ტალახაძე მეცნიერებმა უნდა შეისწავლონ. ის ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი გახდა და საერთო ჯამში, 488 კგ აწია. ახალი მსოფლიო რეკორდი +109 კგ წონით კატეგორიაში. მან 47 კილოგრამით მეტი აწია, ვიდრე ირანელმა ალი დავუდიმ.'

    ibz: 'ამ ბიჭმა 215 კილოგრამი ისე აწია, როგორც მე ცარიელ ღერძს ვწევ. სიგიჟეა!'

    sam smith: 'ლაშა ტალახაძე ნამდვილი მანქანაა. მისი პირველი აწევა ოლიმპიური რეკორდი იყო, ბოლო კი მსოფლიო.'

    Arad Asvandi: 'ტალახაძე ცხოველია, თვალებს ვერ ვუჯერებ. მსოფლიო რეკორდი ატაცში - 223კგ!'

    Fakta Bola: 'ქართველმა ლაშა ტალახაძემ 223 კგ აწია. ნეტავ რას მიირთმევს ეს ადამიანი?'

    Hobart Vaai: 'ლაშა ტალახაძე პლანეტის ყველაზე ძლიერი კაცია.'

    Michael Duncan: 'მსოფლიოს ყველაზე ძლიერი მამაკაცი, უდავოდ ლაშა ტალახაძეა! თუ არ იცით ვინ არის - Youtube-ში მოძებნეთ.'




    FACEBOOK კომენტარები
    ასევე დაგაინტერესებთ