სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • რატომ მალავდა ნუცა ამ მნიშვნელოვან ამბავს - ვისი შვილიშვილია ცნობილი ტელეწამყვანი

    რატომ მალავდა ნუცა ამ მნიშვნელოვან ამბავს - ვისი შვილიშვილია ცნობილი ტელეწამყვანი
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ცნობილი მსახიობის და რეჟისორის, გოგი ქავთარაძის შვილიშვილი, ნუცა ქავთარაძე გადაცემა “სიცრუის დეტექტორის” სტუმარი იყო.

    ნუცა გადაცემაში განმარტავს, რატომ მალავდა გოგი ქავთარაძის შვილიშვილობას.

    “სულ ვამბობ, რომ ძალიან არ მიყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა. როდესაც სადღაც ვარ რეალურ ცხოვრებაში და ყურადღების ცენტრში ვარ, ეს ძალიან არ მსიამოვნებს. როდესაც იციან, რომ გოგი ქავთარაძის შვილიშვილი ვარ, შეუძლებელია შეუმჩნეველი დარჩე. ამიტომაც ვცდილობდი არ გაეგოთ, რომ მისი შვილიშვილი ვარ.

    მინდოდა მცოდნოდა, რომ ვიღაცამ იმიტომ არ გამიღიმა და მიმიღო სამსახურში, რომ გოგი ქავთარაძის შვილიშვილი ვარ. ეს დიდი კომპლექსი იყო ჩემთვის. არ მინდოდა ვყოფილიყავი გოგი ქავთარაძის შვილიშვილი, არამედ დამოუკიდებელი ვყოფილიყავი.

    როდესაც წამოვიზარდე სულ ვცდილობდი მის გვერდზე ყოფნას. მას ოჯახში ყოფნის დრო არასდროს ჰქონდა, თუმცა ვგრძნობდი, რომ ძალიან ვეამაყებოდი და ეს მაბედნიერებდა”, – საუბრობს ნუცა ქავთარაძე.