სიახლეების ხაზი
შემოგვიერთდით
  • "უცხო მხარეში... უცხო ხალხში იქნებ როგორ გიჭირდა..." - ცოტა ხნის წინ ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

    "უცხო მხარეში... უცხო ხალხში იქნებ როგორ გიჭირდა..." - ცოტა ხნის წინ ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
    1 წლის და 3 თვის უკან
    Aa Aa
    გაზიარება:

    ემიგრანტების ჯგუფში სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა - უცხო მიწაზე კიდევ ერთი ქართველი გარდაიცვალა.

    არსებული ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გულის შეტევა გახდა.

    „სამწუხაროდ კიდევ ერთი მტკივნეული ამბავი შეგვატყობინეს.. ქალაქ ნაპოლში გარდაიცვალა ქართველი ემიგრანტი, ჯული შულაია. უფალმა ნათელში ამყოფოს შენი ნატანჯი სული...! (საქართველოს და ოჯახის მონატრება გაიყოლა უფალთან, ცათა სასუფეველში) დიდი მწუხარებით ვუსამძიმრებთ ემიგრანტებს... ოჯახს და საქართველოს...“ - ვკითხულობთ ჯგუფის ადმინისტრაციის განცხადებაში.

    „საცოდავი ჯული, ცოტაც და წავალო სახლში, როგორ მეცოდები... უცხო მხარეში, უცხო ხალხში, იქნებ როგორ გიჭირდა... უჰ, დამეგლიჯა გული, აცხონოს შენი სული უფალმა.“ - დაწერა გარდაცვლილის ნაცნობმა ემიგრანტმა